გაიგე შენი ქონების რეალური ღირებულება

როდის გჭირდებათ რეა?

უძრავი ქონების რეალური ღირებულების შეფასების და ყიდვა/გაყიდვის პროცესი შეიძლება დროში გაწელილი და არასაიმედო აღმოჩნდეს. საბედნიეროდ, რეას უნიკალური ონლაინ პროგრამული მართვის სისტემის მეშვეობით , თქვენთვის სასურველი სერვისის პაკეტის არჩევით, იქნება ეს განკუთვნილი ინდივიდისთვის, იურიდიული პირისთვის, ფინანსური თუ დეველოპელური კომპნიებისთვის, შემფასებლებისთვის, ინვესტორებისთვის თუ საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიებისთვის, სახლის თუ ოფისის პირობებში, ნებისმიერი ზემოდხსენებულ სფეროში მოღვაწე შესძლებს მოიძიოს, ნახოს, შეაფასოს, დაადგინოს ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება, ნახოს ქონების სტატუსი თუ ტრანზაქციების ისტორია და მრავალი სხვა საჭირო მომსახურება უმოკლეს ვადებში, რაც მთავარია - ყოველივე ეს თავმოყრილი ერთ სივრცეში!


თქვენ გჭირდებათ "რეა" უძრავი ქონების ონლაინ სისტემა თუ/როცა:

  • გეგმავთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას ან გაქირავება-ქირაობას
  • იძულებული ხართ გადაწყვიტოთ სასამართლოში ქონებრივი დავა
  • გაინტერესებთ უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც მიიღეთ მემკვიდრეობით, გაჩუქეს ან მიიღეთ გაყოფის შედეგად
  • გჭირდებათ ქონების დაზღვევა
  • აპირებთ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას
  • გჭირდებათ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა/უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა
  • ფიქრობთ საწარმოს კაპიტალში შეტანა/ამოღებას
  • ეძებთ უძრავი ქონების საუკეთესო გამოყენების გზას
  • უნდა სწორად ასახოთ უძრავი ქონების ღირებულება ფინანსურ ანგარიშგებაში
  • ვალდებული ხართ დაადასტუროთ უძრავი ქონების გადასახადებით დასაბეგრი ბაზა
  • გსურთ უძრავი ქონების შეფასების პროცესის გამარტივება და მოკლე დროში განხორციელება
  • გინდათ უძრავი ქონების ეფექტურად და კომფორტულად მართვა
  • გაინტერესებთ უძრავი ქონების ისტორიის გაგება
  • გნებავთ უძრავ ქონებაზე სტატისტიკური მონაცემებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღება