გაიგე შენი ქონების რეალური ღირებულება

მოხმარების წესები და პირობები

ბოლო განახლება: 5 მაისი, 2016 PDF ვერსიის გადმოწერა

1. წესები

ამ საიტზე ("რეას საიტი") შესვლითა და აქ წარმოდგენილი მომსახურებების გამოყენებით ("რეას მომსახურებები"), თქვენ ეთანხმებით სს "რეას" ("კომპანია" ან "რეა") მიერ დადგენილ მოხმარების წესებსა და პირობებს, ყველა შესაბამის კანონსა და რეგულაციას, და თანახმა ხართ დაემორჩილოთ ყველა შესაბამის ადგილობრივ კანონს. თუ არ ეთანხმებით ამ წესებიდან რომელიმეს, თქვენ გეკრძალებათ ამ საიტის გამოყენება ან გეზღუდებათ მასზე წვდომა. ამ საიტზე განთავსებული მასალები დაცულია მოქმედი საავტორო უფლებით და სავაჭრო ნიშნის კანონით.

ამ საიტის გარკვეული ნაწილები (კომპანიის სავაჭრო ნიშანი, სამუშაო საათები, მომსახურებების აღწერა, საკონტაქტო ინფორმაცია) თავისუფლად ხელმისაწვდომია და ამ ნაწილებზე წვდომისას თქვენ აცხადებთ, რომ წაიკითხეთ ეს შეთანხმება და ეთანხმებით ამ შეთანხმების შესაბამის სექციებს. სხვა მომსახურებებზე ("რეას მომსახურებები") წვდომა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციისა და შეძენის შემდეგ და ყველა მომხმარებელს მასზე წვდომა არ აქვს. "რეას" საიტზე რეგისტრაციისას შეზღუდულ ნაწილებზე წვდომის მისაღებსა და/ან "რეას" მომსახურების გამოყენების მიზნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას დაექვემდებაროთ იმ გაიდლაინებს, წესებსა და ხელშეკრულებას, რომლებიც "რეას" მომსახურებას ეხება ("მომსახურების წესები") და რომლებიც აღწერილია მოცემულ დოკუმენტში ან მიმდინარე მომენტში რეას საიტზე მოცემულ სხვა დოკუმენტში.

2. "რეას" მომსახურებები

2.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილია "რეას" მომსახურებები, რომლებსაც ის სთავაზობს მომხმარებელს:

  • ჩემი ქონება - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს დაათვალიეროს და მართოს მის საკუთრებაში არსებული ქონებები ერთ სივრცეში
  • ექსპრეს შეფასება - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს მოკლე დროში დაადგინოს კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულება
  • ექსპერტული შეფასება - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს განათავსოს ქონების შეფასებაზე მოთხოვნ(ებ)ი საშემფასებლო კომპანიებისა და შემფასებლებისათვის
  • ექსპერტული შეფასება Pro - საშუალებას აძლევს შემფასებლებსა და საშემფასებლო კომპანიებს გაუწიონ ქონების შეფასების მომსახურებები მომხმარებელს/ებს
  • ბაზრის ანალიზი - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს გაეცნონ უძრავი ქონების ბაზარზე წარსულ ცვლილებებსა და ტენდენციებს მინიმუმ ერთი თვის და მაქსიმუმ შვიდი წლის პერიოდზე
  • ბაზრის მონიტორინგი - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს გააკეთოს ქონების ბაზარზე წარსულ ცვლილებებისა და ტენდენციების მონიტორინგი მინიმუმ ერთი თვის და მაქსიმუმ ერთი წლის პერიოდზე
  • ინფორმაციის მოძიება - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს იპოვოს კონკრეტული პარამეტრების ქონება/ ები მისი შეძენისა ან დაქირავების მიზნით
  • შეტყობინებები - საშუალებას აძლევს მომხმარებელს/ებს იპოვოს კონკრეტული პარამეტრების ქონება/ ები მისი შეძენისა ან დაქირავების მიზნით.

"რეას მომსახურებების" მართვა ხდება ცენტრალიზებულად "რეას" მიერ და მოიცავს ბიზნეს მონაცემების/ ინფორმაციის მიწოდებას "რეას" მიერ შემუშავებული გადამუშვებისა და ორგანიზების მეთოდით ("რეას მონაცემები"). "რეა" მოიცავს ინფორმაციას მესამე მხარეების პროდუქტებისა და/ან მომსახურებების შესახებ და მესამე მხარეების მიერ მოწოდებული მომსახურებისა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა ("ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ").

2.2. "რეა" იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს, დაარედაქტიროს, ადაპტირება გააკეთოს, გადააკეთოს ან შეაჩეროს "რეას სერვისები" (ან მისი ნაწილები). წინამდებარე ხელშკრულება წარმოადგენს "რეას სერვისებთან" დაკავშირებულ სრულ შეთანხმებას მხარეებს შორის და ცვლის ყველა ნებისმიერ წინარე დანაპირებს, წარმომადგენლობებს, შეთანხმებებს, განცხადებებსა და განზრახვებს, რომლებიც არსებობდნენ ან შესაძლოა არსებობდნენ "რეასა" და "მომხმარებელს" შორის. "რეას" შეუძლია წინამდებარე ხელშკრულების შეცვლა შეტყობინების "რეას" ვებ-გვერდზე განთავსებით.

3. "რეას" სერვისების გამოყენება

3.1. "მომხმარებელი" თანახმაა არ დააკოპიროს, გააკეთოს რეკლამა, გადაყიდოს, გაავრცელოს, გადასცეს, თავიდან შექმნას, გამოაქვეყნოს, შექმნას მონაცემთა ბაზა, განახორციელოს ნებისმიერი ავტომატიზირებული დათვალიერების ან ჩამოტვირთვის ფუნქცია ან ნებისმიერი სხვა სახით მოახდინოს ტრანსფერი ან კომერციული გამოყენება "რეას სერვისებთან" დაკავშირებული ან მათი სასუალებით მიღებული "რეას მონაცემები" ან "მესამე მხარის შესახებ ინფორმაცია" და გამოიყენოს ისინი მხოლოდ ბიზნესის შიდა მიზნებისთვის.

3.2. ეჭვის თავიდან ასაცილებლად, და შეუზღუდავად, დაუშვებელია "რეას მონაცემებისა" ან "მესამე მხარის შესახებ ინფორმაციის" გამოყენება რაიმე სახის პროდუქტის ან მომსახურების შემადგენელ ნაწილად, ან გადაცემა მესამე მხარისთვის.

3.3. სასტიკად აკრძალულია "რეას მონაცემებისა" ან "რეას სერვისების" გამოყენება "სპამეროისთვის" და/ან უკანონო და მავნე მარკეტინგისთვის. მაგალითად (შეუზღუდავად) "მომხმარებელმა" არ უნდა გამოიყენოს "რეას მონაცემები" და/ან "რეას სერვისები" არასასურველი შეტყობინებების დასაგზავნად მარკეტინგისთვის ან პროდუქტების/სერვისების შესათავაზებლად.

4. ლიცენზია/ წვდომის უფლება

4.1 "მომხმარებელს" (თუ მას აქვს შესაბამისი ხელმოწერა შესაბამის ადგილას) აქვს უფლება დროებით ჩამოტვირთოს კომპანიის ვებ გვერდიდან მასალების ერთი კოპია პირადი და არაკომერციული ერთჯერადი დათვალიერების მიზნით. ეს არის ლიცენზიის (ერთპიროვნული, არაექსკლუზიური და არაგარდამავალი უფლება მიიღოს წვდომა და გამოიყენოს "რეას სერვისები" და "რეას მონაცემები" შიდა მოხმარების მიზნით და მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების შესაბამისად) და არა ფლობის უფლება, და ამ ლიცენზიით აკრძალულია შემდეგი :

  • მასალების შეცვლა ან დაკოპირება
  • მასალების ნებისმიერი კომერციული მიზნით, ან ნებისმიერი საჯარო ჩვენებისთვის (კომერციული ან არაკომერციული) გამოყენება
  • მცდელობა გაკდეთდეს ამ საიტზე არსებული სცენარის/ პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ რე-მოდელირება, დეკომპილირება, დაშლა, შეცვლა ან მოდიფიცირება
  • მასალებიდან საავტორო ან სხვა საკუთრების აღმნიშვნელი ცნებების წაშლა
  • მასალების სხვა პირისთვის გადაცემა
  • ამ შეთანხმების მასალების და მის ფარგლებში არსებული უფლებების მინიჭება, განკარგვა, სუბ-ლიცენზირება ან სხვაგვარად გადაცემა სხვა პირისთვის ან მათი "კოპირება" სხვა სერვერზე

4.2 ეს ლიცენზია ავტომატურად შეწყდება თუ "მომხმარებელი” არღვევს რომელიმე ამ შეზღუდვას და ნებისმიერ დრო სშეიძლება შეწყდეს "კომპანიის" მიერ. "მომხმარებლისთვის” ამ მასალების ნახვის უფლების შეწყვეტა ან ამ ლიცენზიის შეწყვეტისას, "მომხმარებელმა” უნდა გაანადგუროს მის ხელთ მყოფი ნებისმიერი ჩამოტვირთული ელექტრონული ან ნაბეჭდი მასალა.

5. ფლობისა და ინტელექტუალური საკუთრების განკარგვის უფლება

5.1 "მომხმარებელი" აცნობიერებს, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება "რეას მონაცემებზე” ან "რეას სერვისების" გამოყენების შედეგად შექმნილ სხვა მონაცემებზე. "მომხმარებელი" ასევე აცნობიერებს, რომ "რეას მონაცემები” წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას და საავტორო უფლება, სავაჭრო მარკა და ყველა სხვა "რეას სერვისებსა" და "რეას მონაცემებთან” დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების განკარგვის უფლება არის და იქნება "რეას" პრეროგატივა. "მომხმარებელს" არ აქვს უფლება შეცვალოს ან წაშალოს "რეას მონაცემების” აღმნიშვნელი საავტორო უფლების სიმბოლო ან მასთან დაკავშირებული ავტორობისა და საკუთრების ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი ან ინფორმაცია.

5.2 "რეა" და "რეას" ლოგო რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებია და დაუშვებელია მათი რაიმე მიზეზით რეპროდუქცია.

5.3 "მომხმარებელს” ეკრძალება "რეას სერვისების" ნებისმიერი ნაწილის მოდიფიცირება, შეცვლა ან დაკორექტირება. "მომხმარებელს" ასევე ეკრძალება "რეას სერვისებზე" წვდომის მისაღებად იმ პროგრამების გამოყენება, რომლებიც არალიცენზირებულია და აზიანებს "რეას სერვისებს" ნებისმიერი სახით.

6. ვალდებულება

6.1 "მომხმარებელი" აცნობიერებს, რომ "რეას სერვისების" გამოყენება დამოკიდებულია მის უნარებსა და შეფასებაზე და "რეას სერვისების" გამოყენებისას ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს. "მომხმარებლის" მიერ "რეას სერვისებიდან" ან მათი საშუალებით მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მასვე ეკისრება.

6.2 "მომხმარებელი” ვალდებულია აუნაზღაუროს "ბიას" ნებისმიერი სახის დანაკარგი, ზარალი ან ვალდებულება, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშვას "მომხმარებლის" მიერ "ბიას მონაცემების" ან "ბიას სერვისების" გამოყენების შედეგად.

5.3 "მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ "რეას" არ შეუძლია კლიენტების მიერ ატვირთული მასალების შინაარსის კონტროლი და შესაბამისად "რეა" არაა პასუხისმგებელი კლიენტების მიერ მოწოდებული და "რეას სერვისებში" განთავსებული ინფორმაციის სარგებლიანობასა ან სიზუსტეზე.

6.4 "მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ "რეას სერვისებიდან" შეიძლება ვერ მიიღოს სასარგებლო და ზუსტი ინფორმაცია. "მომხმარებელი" ვალდებულია მოქმედებდეს საკუთარი უნარებისა და შეხედულებისა საფუძველზე, რათა შეაფასოს "რეას სერვისების" შედეგები და არ დააკისროს "რეას" რაიმე სახის პასუხისმგებლობა არანაირი შიდა ან გარე წარმოქმნილი ხარჯებისთვის, დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობების ან სხვა პოტენციური დანაკარგების გამო, რომლებიც წარმოიქმნა, "რეას სერვისებიდან" მიღებული ინფორმაციის გამოყენების გამო/ მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების შედეგად.

6.5 "რეას მონაცემები” იქმნება სხვადასხვა წყაროს გამოყენებითა და მოწოდებულია მესამე პირების მიერ. შეგროვებული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე დამოკიდებულია აღნიშნული ორგანიზაციებისა და კომპანიების თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ "რეა" მიმართავს ყველა გონივრულ ხერხს, რომ მიღებული მონაცემები იყოს ზუსტი და კომერციულად სასარგებლო, "რეა" არ იღებს პასუხისმგებლობას "რეას მონაცემების" სარგებლიანობასა და სიზუსტეზე.

6.6 "რეას სერვისები” ფუნქციონირებს რაიმე სახის გარანტიების, წესებისა ან პირობების გარეშე "რეას სერვისების", "რეას მონაცემების", "ინფორმაციიის მესამე მხარის შესახებ" ან "რეას სერვისების" დახმარებით მოპოვებული ინფორმაციის ხარისხთან მიმართებაში.

6.7 სერვისებისა და ზოგადად ინტერნეტის ინტერაქტიული ხასიათიდან გამომდინარე, "რეა" არ იძლევა გარანტიას ან ვალდებულებას, რომ "რეას სერვისები" იმუშავებს შეფერხებების ან შეცდომების გარეშე. "რეა" არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ნებისმიერი სახის კომუნიკაციურ ან ქსელურ დეფექტებზე, შეფერხებასა და გაუმართავობაზე (დროებით ან სხვა სახის), რომლებიც წარმოიქმნება "რეას სერვისების" გამოყენებისას.

6.8 "რეას" არანაირ ვითარებაში არ ეკისრება პასუხისმგებლობა "მომხმარებლის" მიერ წამოყენებულ პრეტენზიაზე, კერძოდ პირდაპირ ან შედეგობრივ დანაკარგსა და ზიანზე (მოგების, კონტრაქტის, შემოსავლისა ან არამატერიალური აქტივის დაკარგვის ჩათვლით) მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა, რომლებიც შეიძლება იყოს "რეას მონაცემების" ან მათი საშუალებით უზრუნველყოფილი ან მიღებული ინფორმაციის გულგრილი გამოყენება. "რეა" არაა პასუხისმგებელი, და არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დამრღვევად იმ შემთხვევაში თუ სერვისის მიწოდებისას ნებისმიერი სახის გაუმართავობა (ან დაგვიანება) გამოწვეულია ისეთი ვითარებით, რაც ცდება მისი გონივრული კონტროლის ფარგლებს.

6.9 "რეა" იტოვებს "რეას სერვისების” ფასის ცვლილების უფლებას, რაც არ გულისხმობს უკვე გადახდილი საფასურის ცვლილებას არსებული კონტრაქტის ვადის ფარგლებში.

6.10 "მომხმარებელი" ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ყველა მონაცემის სისწორეს და მის უფლებამოსილებას მათ მიწოდებაზე.

6.11 "მომხმარებელი" "რეას" ნებისმიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისას აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ "რეა" თავისი შეხედულებისამებრ განათავსებს ამ ინფორმაციას თავის სხვა მონაცემთა ბაზებშიც.

7. ტარიფები და უსაფრთხოება

7.1 იმ შემთხვევაში, თუ "მომხმარებელს" სურს ჰქონდეს წვდომის უფლება "რეას სერვისების" კონკრეტულ ნაწილებზე, რომლებიც არაა ხელმისაწვდომი ყველა ‘მომხმარებლისთვის" ("ფასიანი სერვისები"), "მომხმარებელმა" საჭიროა "რეას" მიერ განსაზღვრული ტარიფების საფუძველზე და მათ შესაბამისად გადაუხადოს თანხა, რომელიც არ ბრუნდება.

7.2 "ფასიანი სერვისების" გამოყენებისას, "მომხმარებელი" ეთანხმება ყველა იმ დამატებით და დამხმარე წესსა და პირობას სერვისებზე, რომელსაც დროდადრო ადგენს "რეა".

7.3 "მომხმარებელი" ვალდებულია დაიცვას მათთვის ხელმისაწვდომი "ფასიანი სერვისები" და "რეას მონაცემები" არაავტორიზებული მესამე პირებისგან და შეასრულოს "რეას" მიერ "ფასიანი სერვისების" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დადგენილი ინსტრუქციები. ნებისმიერი იმ "ფასიანი სერვისების" ან "რეას მონაცემების" გამოყენებისას, რომლებიც საჭიროებენ "მომხმარებლის" რეგისტრაციას, "მომხმარებელი" "რეას" მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენებს პაროლს ან მომხმარებლის პირად ნომერს (ID) ან "მომხმარებლის" სახელს. "მომხმარებელი" თანახმაა იყოს პასუხისმგებელი ამგვარი უსაფრთხოების ზომების გამოყენებაზე და იძლევა გარანტიას, რომ დაიცავს ამგვარი პაროლის, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მომხმარებლის სახელის ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხოების მექანიზმის კონფიდენციალობას და არ გაუმხელს მათ სხვა პირებს.

8. მომხმარებლის მასალები და ქცევა

8.1 კონფიდენციალობის პოლიტიკის თავში განხილული პერსონალური ინფორმაციის გარდა, "რეას" ვებ-გვერდზე თქვენს მიერ ატვირთული ნებისმიერი მასალა ჩაითვლება არაკონფიდენციალურ და არაპერსონალურ ინფორმაციად. "რეას" ამგვარ მასალასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ ექნება და მიენიჭება უფლებამოსილება დააკოპიროს, გაასაჯაროოს, გაავრცელოს, სხვა მონაცემებთან გააერთიანოს და სხვ. და ამგვარი მასალა და ყველა სახის, ვიზუალური, ხმოვანი და ტექსტური მონაცემები გამოიყენოს კომერციული თუ არაკომერციული მიზნებისთვის.

8.2 თქვენ გეკრძალებათ "რეას" საიტზე რაიმე სახის ინფორმაციის განთავსება ან გადაწერა, თუ:

  • ამ მასალაზე არ გაქვთ შესაბამისი უფლება და/ან თანხმობა - კერძოდ, თუ მესამე პირების შესახებ ან მესამე პირების კუთვნილი მონაცემის მოწოდების შემთხვევაში მიღებული არ გაქვთ მათგან თანხმობა;
  • ეს მასალა ხელს უწყობს ქმედებას, რომელიც შეიძლება განხილული იყოს როგორც კრიმინალური დანაშაული, გამოიწვიოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ან სხვაგვარად არღვევდეს კანონს ან მესამე პირების უფლებებს იურისდიქციაში, რომელიც რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონებით;
  • ეს მასალა არის ტექნიკურად სახიფათო (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კომპიუტერული ვირუსი, ლოგიკური ნაღმი, ტროიას ცხენები, "ვორმი", სახიფათო კომპონენტი, დაზიანებული მონაცემები ან სხვა მავნე პროგრამა ან სახიფათო მონაცემები);
  • ეს მასალა მიზნად ისახავს სხვების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას

8.3 დაუშვებელია "რეას" საიტის ბოროტად გამოყენება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, "ჰაკერობა", არაავტორიზებული რეკლამები, მარკეტინგული მასალები, "ჯანქ მეილი", "სპამი", ერთმანეთს მიყოლებული წერილები, პირამიდული სქემები, სხვ.).

8.4 "რეა” მაქსიმალურად ითანამშრომლებს სამართალდამცავ ორგანოებთან ან სასამართლოსთან, და შეასრულებს მათ მოთხოვნას გაასაჯაროოს იმ პირების იდენტობა ან ადგილმდებარეობა, რომლებიც ავრცელებენ ისეთ მასალებს, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებას არღვევს.

9. მონაცემები

"მომხმარებელი" პასუხისმგებელია "რეას მონაცემებთან" დაკავშირებით უზრუნველყოს მისი ქმედებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

10. აღჭურვილობა

"მომხმარებელი" ერთპიროვნულად ვალდებულია "რეას სერვისების" გამოყენებისათვის საჭირო ყველა საჭირო კომპიუტერული აღჭურვილობისა და პროგრამის, მოდემებისა და სატელეკომუნიკაციო ბმულების მოპოვებაზე, მართვასა და შენახვაზე.

11. შეწყვეტა

"რეა" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს "რეას სერვისების" (ან მათგან ნებისმიერის) მიწოდება.

ნებისმიერი სხვა უფლებების შეუზღუდავად, "რეა" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს "რეას სერვისების" (ან მათგან ნებისმიერის) მიწოდება ან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშკრულება, თუ "მომხმარებლის" მხრიდან დაირღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ან "მომხმარებელი" გაკოტრდა, ლიკვიდირებულია ან გადახდისუუნაროა. "რეას სერვისების" შეჩერების ან წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას, "რეა" არანაირ ვითარებაში არაა პასუხისმგებელი სრულად ან ნაწილობრივ აანაზღაუროს გადასახადი (თუკი ასეთი არსებობს). წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, "მომხმარებელი" ვალდებულია დაუყოვნებლივ გაანადგუროს "რეას სერვისების" გამოყენების შედეგად მიღებული "რეას მონაცემების" ყველა ასლი და ასევე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ბიას სერვისების" გამოყენება.

იმ შემთხვევაში, თუ "რეა” შეწყვეტს "რეას სერვისების" შეთავაზებას, "რეა” დაუყოვნებლივ გაანადგურებს მის ხელთ არსებულ ყველა პერსონალურ მონაცემსა და ინფორმაციას.

12. ზოგადი წესები

12.1 წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ ნებისმიერი სახის შეტყობინებას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა და მიწოდებულ იქნას ადგილზე მიტანით, ფოსტით, ელ-ფოსტით ან ფაქსით შესაბამისი მხარისთვის იმ მისამართზე, რომელიც "რეამ" მის საიტზე ან "მომხმრებელმა" რეგისტრირებისას დააფიქსირა.

12.2 წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული სათაურები შექმნილია მხოლოდ ტექსტის აღქმის გასამარტივებლად და არ უნდა იქონიოს ზეგავლენა წინამდებარე ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე.

12.3 არც ერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შესრულებაში შეფერხებებზე, თუ მსგავსი შეფერხება მათი გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება.

12.4 თითოეული მხარე ადასტურებს, რომ "რეას სერვისებთან" დაკავშირებით მათ შორის ურთიერთობა რეგულირდება მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ეს არ გულისხმობს ზეპირსიტყვიერ დაპირებებს, წარმომადგენლობებს, შეთანხმებებს, განცხადებებსა და სხვ.

13. კონფიდენციალურობა

13.1 "მომხმარებელი" ვალდებულია დაიცვას "რეას სერვისებისა” და "რეას მონაცემების" შედგენისა და ორგანიზებისთვის შემუშვებული მეთოდის კონფიდენციალურობა. "მომხმარებელი" არ გაუმჟღავნებს მესამე პირს ამგვარ ინფორმაციას, თუ არ იქნება ამის მოთხოვნა სასამართლოს მიერ, ან თუ ინფორმაცია არაა საზოგადოებრივი ხასიათის.

13.2 ეს სექცია რჩება სრულ ძალაში წინამდებარე ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგაც.

14. მარეგულირებელი კანონები და დავები

წინამდებარე შეთანხმების რეგულირება და ინტერპრეტაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მხარეები ექვემდებარება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას. თუმცა, ეს ხელს არ უშლის "რეას" სარჩელი შეიტანოს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში კონტრაქტის, საავტორო უფლების ან წინამდებარე შეთანხმების, "რეას მომსახურებისა" და "რეას მონაცემებთან" დაკავშირებული რაიმე პუნქტის დარღვევაზე.

რაც შეხება "გამოყენების წესებისა და პირობების" თარგმანს, იმ შემთხვევაში თუ დადგება ამ წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის მნიშვნელობის ან ინტერპრეტაციის საკითხი, ქართული ვარიანტს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.