გაიგე შენი ქონების რეალური ღირებულება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 26 აპრილი, 2016 PDF ვერსიის გადმოწერა

შესავალი

თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ სრული მზაობა გვაქვს მის უზურველსაყოფად. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ აღწერა იმისა, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ ამ ინფორმაციას. ამ საიტის გამოყენებისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ასე რომ გთხოვთ ის ყურადღებით წაიკითხოთ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან მის აღსრულებასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@rhea.com.ge.

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

თქვენ თანხმა ხართ მოგვაწოდოთ სხვადასხვა სახის მონაცემები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს საჯარო, პირად ან კომერციული ინფორმაციას.

ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მომსახურება, რომელიც საჭიროებს პირადი ინფორმაციის მიწოდებას. მაგალითად, ჩვენთან დაკავშირებისას, ჩვენ ვითხოვთ ისეთ საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი და ელ–ფოსტის მისამართი. ჩვენს მომსახურებებზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვითხოვთ ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა საფოსტო მისამართი, პირადი ნომერი, სქესი და ა.შ. ჩვენ არ ვაგროვებთ ინდივიდუალურად/ პერსონალურად ამოცნობად მონაცემებს ჩვენი საიტის მომხმარებლებზე თუ თქვენ თვითონ არ გსურთ ამ ინფორმაციის ჩვენთვის მოცემა.

როდესაც სტუმარი ეწვევა ჩვენს საიტს, ჩვენ ვაგროვებთ საბაზისო ინფორმაციას, რომელიც არ ახდენს ინდივიდუალური მომხმარებლის იდენტიფიცირებას. ეს ინფორმაცია მოიცავს საიტზე ვიზიტების რაოდენობას, მონახულებულ გვერდებს, გვერდების ნახვის ხანგრძლივობას და გამოყენებული ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერს.

თუ თქვენ უბრალოდ ათვალიერებს ჩვენს საიტს, არ არის საჭირო გაამჟღავნოთ თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. ჩვენ ყოველთვის მოგაწვდით თქვენს შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პირადი ინფორმაციის ასლს მოთხოვნისთანავე, შესაბამის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ და შეცვალოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ონლაინ ნებისმიერ დროს, ჩვენს სისტემაში არსებული "ჩემი პროფილის" სექციაში.

როგორ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ

ჩვენ ვინახავთ ვებ გვერდიდან შეგროვებულ ყველა მონაცემს. როდესაც თქვენ გვაძლევთ ინფორმაციას, ჩვენ ვიცავთ მის კონფიდენციალურობას და არ გადავცემთ მას - გაყიდვა, იჯარით გაცემა ან გაცვლა - მესამე მხარეს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მიერ შეგროვილ ინფორმაციას შემდეგი მიზნებისათვის:

  • ჩვენი საიტის ხარისხის გაუმჯობესება, რათა გავაკეთოთ ვებ გვერდის მოდიფიკაცია თქვენი ინტერესების შესაბამისად, მოვარგოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია თქვენს საჭიროებებს და გავხადოთ თქვენი გამოცდილება ჩვენს საიტზე მაქსიმალურად ღირებული და ეფექტური
  • შიდა ანგარიშების წარმოება
  • ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესება
  • თქვენთვის სარეკლამო ელ–ფოსტის პერიოდულად გამოგზავნა ახალ პროდუქტებზე, სპეციალურ შეთავაზებებზე ან სხვა ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის

როგორ ვიყენებთ "ქუქის"

"ქუქის" არის ფაილები, რომლებსაც ვებ გვერდი განათავსებს თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე, მას შემდეგ რაც მიიღებს ნებართვას. "ქუქის" შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც საიტი იყენებს იმისათვის, რომ გახადოს ურთიერთობა ჩვენსა და თქვენს ბრაუზერს შორის უფრო ეფექტური. "ქუქის" არის სტანდარტული ტექნოლოგია ინტერნეტში და ასევე გამოიყენება ამ ვებ გვერდზე.

არსებობს "ქუქის" თქვენს მყარ დისკზე განთავსების უამრავი სარგებელი. "ქუქის" ძირითადად გამოიყენება ვებ გვერდის ან მობილური აპლიკაციის საქმიანობის უკეთ გასაგებად და გასაანალიზებლად (მაგ. ვებზე ვიზიტები) და ასევე მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციისათვის, რათა მოხდეს ჩვენი ვებ გვერდის მორგება ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე შემდეგი აქტივოებების განხორციელებით:

  • გამოყენებული გვერდების იდენტიფიცირება
  • ვიზიტორის მიერ საიტის მონახულების რაოდენობების აღრიცხვა, როდის იყო მათი პირველი ვიზიტი, და როდის განხორციელდა მათი უკანასკნელი ვიზიტი
  • მომხმარებლის სესიის განსაზღვრა
  • განსაზღვრა იმისა, რომ მომხმარებელი ახალ სესიაშია თუ შესულია ვებზე
  • სასურველი ენის შენახვა

"ქუქის", რომლებსაც ვიყენებთ

ეს საიტი იყენებს "მუდმივ ქუქის" და "სესიის ქუქის". "სესიის ქუქის" არის ინფორმაციის დროებითი ნაწილაკები, რომელებიც იშლება თქვენი ვებ ბრაუზერიდან გამოსლისას. "სესიის ქუქის" როგორც წესი, გამოიყენება ნავიგაციის გასაუმჯობესებლად და ვებ სტატისტიკის შესაგროვებლად. "მუდმივი ქუქის" არის ინფორმაციის უფრო მუდმივი ნაწილაკები, რომელებიც ინახება და რჩება თქვენს კომპიუტერში სანამ თქვენ არ წაშლით მათ. ამ ტიპის "ქუქის" ინახავს ინფორმაციას თქვენს კომპიუტერში მთელი რიგი მიზნებისათვის; როგორიცაა თქვენი პაროლების შენახვა. "მუდმივი ქუქის" იშლის საკუთარ თავს გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ახლდება ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ შედიხართ ვებ გვერდზე.

როგორ უნდა "ქუქის" მართვა

ბრაუზერების უმრავლესობა ავტომატურად აძლევს ავტორიზაციას "ქუქის". თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ "ქუქის" თქვენს კომპიუტერში ან მოწყობილობაში შენახვა ბრაუზერის პარამეტრებში ავტორიზაციაზე უარის გააქტიურებით. ზოგიერთ ბრაუზერს აქვს რეჟიმი, სადაც "ქუქის" ყოველთვის იშლება ვიზიტის შემდეგ. ამის შესასრულებელი ზუსტი ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ბრაუზერის სახელმძღვანელოში. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენს კომპიუტერში ან მოწყობილობაში უკვე არსებული "ქუქის" ნებისმიერ დროს. თუ თქვენ გადაწყვიტავთ არ მისცეთ ავტორიზაცია "ქუქის", თქვენ ვერ შეძლებთ რეგისტრაციას ან ჩვენი ვებგვერდის იმ სხვა ინტერაქტიული ფუნქციებისა და სერვისების გამოყენებას, რომლებიც დამოკიდებულია "ქუქიზე". "ქუქის" არ გვაძლევს ჩვენ წვდომას თქვენს კომპიუტერზე ან თქვენს შესახებ ნებისმიერ სხვა ინფორმაციაზე.

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორებს "სესიის ქუქის" კონტროლის საშუალებებს. თუ, თქვენ ნებისმიერ მომენტში აღარ გექნებათ სურვილი, რომ თქვენი ვიზიტის სესიის შესახებ ინფორმაცია აგრეგირებული და გაანალიზებული იყოს ჩვენს მიერ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. "ქუქის" შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა მართო თქვენს კომპიუტერში შენახული "ქუქის" (მაგ. თავიდან აცილება, წაშლა და კონტროლი), გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ მისამართს: http://aboutcookies.org

ბმულები სხვა ვებ გვერდებზე

ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა თქვენთვის საინტერესო ვებ გვერდებზე. თუმცა, ჩვენი საიტის დატოვების მიზნით ბმულებზე დაწკაპუნებისთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ექვემდებარებით მათ შესაბამის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენ არ გვაქვს რაიმე კონტროლი სხვა ვებ გვერდებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფიდენციალურობის დაცვას ინტერნეტში, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მესამე მხარის ქმედებებზე. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე და წაიკითხოთ ვებზე გამოქვეყნებული კონფიდენციალურობის განაცხადი ნებისმიერ საიტზე შევლისას.

ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ჩვენი შეხედულებისამებრ და შესაბამისად, ამ დოკუმენტის შემოწმება განახლებებისა და ცვლილებების სანახავად რეგულარულად უნდა მოხდეს. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ არ შევამცირებთ თქვენს უფლებებს თქვენი თანხმობის გარეშე. ჩვენ განათავსებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნებისმიერ ცვლილებას ამ გვერდზე და თუ ცვლილებები მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოგიგზავნით უფრო თვალსაჩინო შეტყობინებას (მათ შორის, შეტყობინება ელ-ფოსტით კონფიდენციალურობის პოლიტიკა ცვლილებებზე).