გაიგე შენი ქონების რეალური ღირებულება

ინფორმაციის მოძიება

ინფორმაციის მოძიება უძრავი ქონების შეძენა, გაყიდვის, ქირაობის, ლოკაციის მოძიების ან სავარაუდო საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, მოითხოვს სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, გაზეთებსა თუ ჟურნალებში ძიებას, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

სერვისი"ინფორმაციის მოძიება" საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს დრო და ენერგია, და ასევე, მარტივად, ერთ პორტალში მოიპოვოს მისთვის სასურველი ინფომაცია:

  • ერთ სივრცეში მოიძიოს საინტერესო უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია (მაგ. განცხადება/ები საბურთალოს რაიონში მდებარე ერთოთახიანი ბინის გაქირავებაზე, გაყიდვაზე ან შეფასებაზე)
  • განსაზღვროს საინტერესო უძრავი ქონება შემდეგი პარამეტრების გამოყენებით: ადგილმდებარეობა (მაგ. საბურთალო), მდგომარეობა (გარემონტებული, გაურემონტებელი), ქონების ტიპი (ბინა, სახლი, სხვ.), ფასი, სართული, ოთახების რ–ბა, სხვ.
  • გაეცნოს საინტერესო უძრავი ქონების ისტორიას
  • დაათვალიეროს საინტერესო უძრავი ქონება რუქაზე

სერვისის "ინფორმაციის მოძიება" შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან გაეცნოთ მის ფასებს.