გაიგე შენი ქონების რეალური ღირებულება

ჩვენს შესახებ

სააქციო საზოგადოება "რეა" დაარსდა 2014 წელს, მომხმარებლისთვის ქონების შეფასების პროფესიონალური სერვისების მიწოდების მიზნით.

კომპანიის მიერ შემუშავებული უნიკალური პროგრამული სისტემა მოიცავს აღრიცხვისა და რეგისტრაციის, შეფასებისა და მართვის მოდულებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ქონებებისთვის. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ქონების შეფასება აკრედიტებული და სერტიფიცირებული შემფასებლებისგან და/ან დაადგინოს ქონების სავარაუდო ღირებულება სისტემის გამოყენებით.

"რეას" სისტემაში დარეგისტრირებული პირები ასევე შეძლებენ მარტივად განახორციელონ ქონების ფასების მონიტორინგი და მიიღონ ინფორმაცია უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების შესახებ.

ს.ს "რეას" მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების დარგის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების შემოღებითა და ინოვაციური სერვისების შეთავაზებით.